სხვა

12:12 | 24.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეხუთე ბრძოლა მოიგო - ტოჩინოშინი ბრწყინვალე ფორმაშია (+VIDEO)

აკი ბაშოზე მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ და სასიამოვნოდ გაგვაოცა. ქართველ გოლიათს დადებით ბალანსამდე მხოლოდ ერთი მოგება აშორებს და ბოლო დღეებში ისეთ ბრძოლისუნარიანობას ავლენს, რომ მისგან დარჩენილ შეხვედრებშიც მხოლოდ გამარჯვებას ველით.

სექტემბრის სუპერტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-13 ნომერ კაგაიაკის შეხვდა და მას უვატენაგეს ილეთით აჯობა. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ჩვენებურმა არაერთი სახიფათო მომენტიდან დაიცვა თავი, საბოლოოდ კი, 27 წლის მეტოქე ლამაზი ილეთით დოჰიოზე დასცა.

ეს ტოჩისა და კაგაიაკის მე-10 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში ქართველის უპირატესობა ძალიან დიდია - 8 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი. უშუალოდ დღევანდელ მეტოქეს კი მიმდინარე ბაშოზე 6:7-ზე ბალანსი აქვს.

ლევანს შემოდგომის სუპერტურნირზე 7 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს. წინ კიდევ 2 ბრძოლაა დარჩენილი და მისი ხვალინდელი მეტოქე მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია. ჩვენებურთან მას სულ 5 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც უპირატესობა ტოჩის აქვს - 3 მოგება და 2 მარცხი. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 წლის მონღოლს დღეს დადებითი ბალანსის განაღდების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ენდოსთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო. ამიტომ ხვალ დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112938