სხვა

11:47 | 19.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრძოლა მაგრამ დამარცხდა - ტოჩინოშინმა იჩიიამამოტოს ვერ აჯობა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ აკი ბაშოზე კიდევ ერთი ბრძოლა დათმო. მისი მეტოქე დღეს მე-15 მაეგაშირა იჩიიამამოტო იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, მაინც წააგო.

ტოჩინოშინმა მეტოქისთვის ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და საბოლოოდ დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. ეს წყვილის მე-2 დაპირისპირება იყო და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანში გათანაბრდა - (1:1). თავის მხრივ კი 28 წლის იაპონელმა მიმდინარე ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინს 8 ბრძოლის თავზე მხოლოდ 2 მოგება და 6 მარცხი აქვს, რაც ძალიან ცუდი შედეგია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ლევანს დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6-ში გამარჯვება მართებს, ეს კი ურთულესი ამოცანაა. ქართველი გოლიათი ხვალ ასევე მე-15 მაეგაშირა ჩიიონოს შეხვდება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12502