სხვა

12:22 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამ მეტოქესთან წაგება არ აქვს - ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

აკი ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი შემოდგომის სუპერტურნირის მე-6 საშეჯიბრო დღეს მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამას შეხვდა და იორიკირის ილეთით აჯობა.

ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა და მასთან მეხუთე გამარჯვება მიითვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენებურს 27 წლის იაპონელ სპორტსმენთან წაგება არ აქვს. თავის მხრივ კი იუტაკაიამას ბალანსი მიმდინარე ბაშოზე 3:3-ზეა.

ლევანს სექტემბრის ტურნირზე 2 მოგების საწინააღმდეგოდ 4 მარცხი დაუგროვდა. მისი მომდევნო მეტოქე კი ასევე მე-14 მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც აქამდე 23-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 13-ჯერ შეძლო, 10 ორთაბრძოლაში კი თავად დამარცხდა. გორგაძეს დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 9 შეხვედრიდან მინიმუმ 6-ის მოგება მართებს.

0.150598