სხვა

12:52 | 13.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ენდოსთან უშანსოდ წააგო (+VIDEO)

აკი ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-11 მაეგაშირა ენდოს შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ტოჩინოშინისა და მისი მეტოქის დაპირისპირებამ სულ 6 წამს გასტანა და ჩვენებურს არანაირი შანსი არ მისცემია. ორთაბრძოლის დაწყებისთანავე ენდომ ლევანი დოჰიოდან გადაიყვანა და მიმდინარე სუპერტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით 30 წლის იაპონელმა ტოჩისთან მოგება-წაგების ბალანსიც და სექტემბრის ბაშოზე ნაჩვენები შედეგიც გაათანაბრა.

ხვალ გორგაძეს მეტოქე მე-13 მაეგაშირა ცურუგიშო იქნება, რომელთანაც ქართველ გოლიათს 2 ბრძოლიდან ორივე მოგებული აქვს. მიმდინარე ბაშოზე კი 30 წლის სუმოისტმა ორივე ორთაბრძოლა წაგებებით დაასრულა: ჯერ კაგაიაკისთან და დღეს კაისეისთან.

0.116133