ფეხბურთი

15:24 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ ხალხის პატივისცემა დავიმსახურო"

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა მუდმივ კრიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც იღებს. როგორც მან აღნიშნა, არ იცის, რა უნდა გააკეთოს, რათა ხალხის პატივისცემა დაიმსახუროს.

„გუნდი პირველ ადგილზეა. ბედნიერი ვარ, რომ შესარჩევი ციკლის ბომბარდირი ვარ, ასევე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა მაქვს, მალე კი პელესაც გადავუსწრებ და მექნება პატივი ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდე.

არ ვიცი, კიდევ რა უნდა გავაკეთო, რომ ხალხმა, კომენტატორებმა, ჟურნალისტებმა პატივი მცენ. ხანდახან ინტერვიუების მიცემა არ მსურს, მაგრამ საჭიროების გამო მაინც ვაძლევ“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებმა პერუ 2:0 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპს უდანაკარგოდ ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115432