სხვა

10:23 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული გრან-პრი - ქართველების დუეტმა სლოვაკეთში ვერცხლის მედალი მოიპოვა (+VIDEO)

სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში, იუნიორთა შორის გრან პრის მესამე ეტაპზე სპორტულ წყვილებში მედლები გათამაშდა. 8 ქვეყნის 11 მონაწილეს შორის სადაც ფავორიტებად 3 რუსი სპორტული წყვილი ითვლებოდა, ქართველმა სპორტსმენებმა კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ქართულმა დუეტმა თავიანთ სადებიუტო გამოსვლაში - თავისუფალ პროგრამაში ყველა მათ კონკურენტზე მაღალი ტექნიკური ქულა ( 54.92) დააგროვა და ორი პროგრამის ჯამში 168.26 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, რაც გრან-პრის ეტაპების ნაწილში ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში სპორტული წყვილების კატეგორიაში პირველი შედეგი იყო.

ქართველმა სპორტულმა წყვილმა ურთულესი ტექნიკური ელემენტებით დატვირთული თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა და მხოლოდ ერთ რუს სპორტულ წყვილს დაუთმო პირველი პოზიცია, რომლებმაც 171.99 ქულით ოქროს მედალი დაისაკუთრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117037