ფეხბურთი

18:30 | 23.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალბა "ბარსელონაში" ხელფასის შემცირებას დათანხმდა

„ბარსელონას“ მცველი ჟორდი ალბა ხელფასს დაიკლებს. ამის შესახებ გამოცემა Sport-ი იტყობინება. მხარებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკეს მიბაძავს, რომელმაც ხელფასი უკვე დაიკლო.

ალბა ხელფასის 25%-ით შემცირებას დათანხმდა, რითაც კლუბს ფინანსური კრიზისის პერიოდში დაეხმარება. ახლა კატალონიელები იგივე ნაბიჯის გადადგმას სერხიო ბუსკეტსისგან და სერხი რობერტოსგანაც ელიან.

შეგახსენებთ, რომ ჟორდი ალბა „ბარსელონას“ 2012 წელს „ვალენსიადან“ შეუერთდა და კლუბის წარმატებაში დიდი წვილი აქვს შეტანილი.

0.115734