ფეხბურთი

21:05 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესი "ინტერში" რჩება

„ინტერის“ თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის აგენტმა ალეხანდრო კამანომ თავისი კლიენტის კლუბიდან წასვლა ამ დროისთვის გამორიცხა. როგორც მან თქვა, ლაუტარო „ნერაძურიში“ რჩება და სულ მალე კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრებენ.

„ის „ინტერს“ არ ტოვებს, მიუხედავად ინლისიდან შემოთავაზებებისა. აქ ბედნიერია და კლუბი უყვარს. მომდევნო კვირაში შევხვდებით და კონტრაქტის განახლებაზე ვისაუბრებთ. ჩვენი ნება ნათელია, მაგრამ დანარჩენი კლუბზეა დამოკიდებული“, - თქვა კამანომ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლაუტარო მარტინესს ლონდონის „ტოტენჰემს“ აქტიურად უკავშირებდნენ და დაიწერა ისიც, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო. თუმცა, ფეხბურთელის აგენტმა ეს ცნობა არ დაადასტურა.

ლაუტარო მილანის „ინტერის“ რიგებში 2018 წლიდან იცავს და 132 მატჩში 49 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116242