ფეხბურთი

18:47 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" დენზელ დუმფრისის ტრანსფერი შეათანხმა

მილანის „ინტერმა“ პსვ ეინდჰოვენთან დენზელ დუმფრისის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

როგორც Sky Sport-ი იტყობინება, ნიდერლანდური გუნდი 12.5 მილიონი ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 2.5 მილიონი ევრო დაემატება. დუმფრისი მილანში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

25 წლის მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმის შეცვლის, რომელიც მილანელებმა „პარი სენ ჟერმენში“ 60 მილიონ ევროდ გაყიდეს.

დენზელ დუმფრისი პსვ-ში 2018 წლიდან თამაშობდა. მან ევრო 2020-ზე თავი კარგად წარმოაჩინა და 4 მატჩში 2 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110101