ფეხბურთი

12:22 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გურამ გიორბელიძე გერმანულ კლუბში გადავიდა

საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის „დინამოში“ გააგრძელებს. გერმანული კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, გურამი „დინამოში“ 2022 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს და მან 2-ნომრიანი მაისური მოირგო.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვითამაშო ძლიერ მეორე ბუნდესლიგაში ვითამაშო ისეთი მიმზიდველი კლუბის მაისურით, როგორიც დრეზდენის „დინამოა“. მინდა, ნდობა ჩემი თამაშით გავამართლო“, - თქვა გურამმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

„გურამ გიორბელიძე არის ფეხბურთელი, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს მიღმა, რომელიც შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას და თავისი ინტენსიური სტილით ჩვენს საფეხბურთო იდეას ერგება. მოხარული ვართ, რომ უკვე ყველა პოზიციაზე გვყავს ორი კარგი ფეხბურთელი“, - თქვა სპორტულმა დირექტორმა რალფ ბეკერმა.

დრეზდენის „დინამო“ მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს და ორ ტურში 4 ქულაც აქვს - ჯერ „ინგოლშტადტს“ მოუგო, ხოლო მერე კი „ჰამბურგს“ დაუზავდა. გურამ გიორბელიძე ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მაისურით მოედანზე 2020 წლიდან 18-ჯერ გავიდა და გოლი არ გაუტანია. მანამდე გურამი გორის "დილასა" და ბოლნისის "სიონში" ირჯებოდა. საქართველოს ნაკრებში 25 წლის მცველი პირველად ვილი სანიოლმა მარტში გამოიძახა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით 4 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102022