ფეხბურთი

10:26 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ჩელსი" რთულ სიტუაციაში იმყოფება"

ევროპის სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ჩელსი“ ევროპა ლიგის ჩემპიონ „ვილიარეალს“ ბელფასტში დაუპირისპირდება. მატჩის წინ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

„საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს ტაიმზე მეტი არ უთამაშია, ზოგი კი რამდენიმე კვირაა ემზადება. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ორმაგ დატვირთვებს აკეთებს, ყველა ვარჯიში ორ სესიად იყოფა. ფეხბურთელების კარგი მომზადება გვჭირდება. ძალიან რთული იქნება ამ სეზონის დასაწყისი, მაგრამ სანაკრებო მატჩების შემდეგ (სექტემბერში - რედ) ფეხბურთელები უკეთეს ფორმაში იქნებიან.

ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ძალიან ბევრი არ უნდა ვიფიქროთ ჩვენს მიზნებსა და მოლოდინზე. უბრალოდ ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ. განათხოვრებული ფეხბურთელები დიდი განწყობით დაგვიბრუნდნენ, ამან სასიამოვნოდ გამაკვირვა. ჩვენს გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასის მატჩი „ჩელსისა“ და „ვილიარეალს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121306