კალათბურთი

19:14 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა დონჩიჩმა "დალასთან" 207-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ლუკა დონჩიჩმა „დალას მავერიქსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„გვინდა მას დირკ ნოვიცკისნაირი კარიერა ჰქონდეს, თუ არა უკეთესი“, - თქვა „დალასის“ მფლობელმა მარკ კუბანმა.

მხარეებს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ღირებულება საერთო ჯამში 207 მილიონი დოლარი იქნება. დონჩიჩმა ახალ ხელშეკრულებას ხელი ლიუბლიანაში მოაწერა, სადაც მას კლუბის მფლობელთან ერთად ჯეისონ კიდი და დირკ ნოვიცკი სტუმრობდნენ.

„ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, ეს ოცნებაა. კალათბურთის თამაშმა ძალიან ბევრი მომცა და საოცარ ადგილებში წამიყვანა. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რომ „დალასში“ ვრჩები. ჩვენ ყველას გვსურს გამარჯვება და ამისთვის ბევრს ვიშრომებთ, ვგრძნობ, რომ გულშემატკივრებს ჩემი იმედი აქვთ და ვიმედოვნებ, მათ ოქროს ბეჭდებს მოვუტან. თავს სახლში ვგრძნობ და დიდი ადამიანების გარემოცვაში ვარ“, - თქვა ლუკამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა დონჩიჩი „დალასში“ 2018 წელს მადრიდის „რეალიდან“ გადავიდა. NBA-ს გასულ სეზონში ის საშუალოდ 27.7 ქულას, 8 მოხსნა და 8.6 პასს აგროვებდა.

0.134112