ჭიდაობა

16:28 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძე: "ცოტა დამაკლდა, რომ საქართველოში ცარიელი ხელებით არ დავბრუნებულიყავი"

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან მწვრთნელებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა.

"არ ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ გადაგიხადოთ მადლობა. მთელ ამ ოლიმპიური თამაშების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენ მხარდაჭერას და გვერდში დგომას. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დამაკლდა, რომ თქვენთვის ოლიმპიური მედალი მეჩუქებინა და ცარიელი ხელებით არ დავბრუნებულიყავი საქართველოში. განსაკუთრებულად მინდა მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, რომლებიც მთელი ამ დროის მანძილზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ. დღეს რაც ვარ, ეს ყველაფერი მათი დამსახურებაა. ამით ყველაფერი არ დასრულებულა წინ კიდევ ერთად ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი", - დაწერა ზოიძემ ფეისბუქში.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე რამაზ ზოიძე ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ მედალი ვერ მოიპოვა, რადგან ნახევარფინალური შეხვედრაც წააგო და შემდეგ უკვე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაც.

0.136376