ძიუდო

0:47 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებს გულშემატკივრებმა თბილისის აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყვეს (+VIDEO)

ტოკიოდან თბილისში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ის წევრები დაბრუნდნენ, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა დაასრულეს. მათ შორის არიან ძიუდოისტებიც, რომლებმაც ტოკიოში ტრიუმფალური შედეგი აჩვენეს.

თბილისის აეროპორტში ქართველ ძიუდოისტებს უამრავი გულშემატკივარი ემოციებით და სიმღერებით დახვდნენ.

შეგახსენებთ, ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს, რაც საქართველოსთვის ამ სახეობაში სარეკორდო შედეგია. ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ნახევარფინალში გავიდნენ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), მაგრამ წააგეს, ისევე როგორც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ასევე მარცხი განიცადა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).

0.147015