სხვა

19:54 | 31.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: ლიდერი უცვლელია, საქართველო ოცეულთან ახლოსაა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მერვე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 21 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი იმავე ჩინეთისა და აშშ-ს ანგარიშზეა (46). ანტონ პლესნოის ბრინჯაოს მედლის შემდეგ საქართველო 22-ე ადგილს იკავებს.

1. ჩინეთი - 46 მედალი (21 ოქრო, 13 ვერცხლი, 12 ბრინჯაო)

2. იაპონია - 30 მედალი (17 ოქრო, 5 ვერცხლი, 8 ბრინჯაო)

3. აშშ - 46 მედალი (16 ოქრო, 17 ვერცხლი, 13 ბრინჯაო)

4. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 37 მედალი (11 ოქრო, 15 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)

5. ავსტრალია - 27 მედალი (10 ოქრო, 3 ვერცხლი, 14 ბრინჯაო)

6. დიდი ბრიტანეთი - 28 მედალი (8 ოქრო, 9 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)

7. სამხრეთ კორეა - 16 მედალი (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)

8. საფრანგეთი - 19 მედალი (4 ოქრო, 9 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)

9. ნიდერლანდები - 16 მედალი (4 ოქრო, 7 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

10. ახალი ზელანდია - 10 მედალი (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

...22. საქართველო - 5 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 მედალი ძიუდოისტებმა მოუტანეს - ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა, ვერცხლი, ხოლო ერთი ბრინჯაო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ. 1 აგვისტოს, ერთი ქართველი იასპარეზებს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იაკობ ქაჯაია, მაგრამ ხვალ ამ სახეობაში მედლები არ თამაშდება და შესაბამისად, საქართველოს მონაგარი 1 აგვისტოს ვერ გაიზრდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11529