სხვა

18:46 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: ჩინეთი ლიდერია, საქართველო დაწინაურდა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მეშვიდე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 19 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს ანგარიშზეა (41). გურამ თუშიშვილის ვერცხლის მედლის შემდეგ საქართველომ ორი პოზიციით დაწინაურება მოახერხა და 21-ე ადგილზეა. ცნობისთვის, გურამს რომ ოქროს მედალი მოეპოვებინა, ახლა მე-16 პოზიციაზე ვიქნებოდით.

1. ჩინეთი - 40 მედალი (19 ოქრო, 10 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)

2. იაპონია - 28 მედალი (17 ოქრო, 4 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)

3. აშშ - 41 მედალი (14 ოქრო, 16 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)

4. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 34 მედალი (10 ოქრო, 14 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)

5. ავსტრალია - 22 მედალი (9 ოქრო, 2 ვერცხლი, 11 ბრინჯაო)

6. დიდი ბრიტანეთი - 24 მედალი (6 ოქრო, 9 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

7. სამხრეთ კორეა - 15 მედალი (5 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)

8. ნიდერლანდები - 15 მედალი (3 ოქრო, 7 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

9. საფრანგეთი - 13 მედალი (3 ოქრო, 5 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

10. გერმანია - 16 მედალი (3 ოქრო, 4 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

...21. საქართველო - 4 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მედლები ძიუდოისტებმა მოუტანეს - ლაშა ბექაურმა ოქრო, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა კი, ვერცხლი. 31 ივლისს სიგრძეზე ხტომაში ბაჩანა ხორავა და ძალოსნობაში ანტონ პლესნოი იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111623