ფეხბურთი

19:59 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელია კარიერას პორტუგალიურ კლუბში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია „ქონიასპორიდან“ დიდი ალბათობით კარიერას „ბოავიშტაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია პორტუგალიურმა მედიამ გაავრცელა, სადაც წერია, რომ 25 წლის ნახევარმცველის დამატება 2024 წლამდე სურთ.

შენგელიას ბრაზილიელი პაულინიოს შემცვლელად მოიაზრებენ, რომელმაც კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის გუნდში - „ალ შაბაბში“ გადავიდა.

ლევან შენგელიამ საფეხბურთო კარიერა გორის „დილაში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს კი ქუთაისის „ტორპედოს“, ფოთის „კოლხეთის“, ბელგიური „ტუბიცეს“, „ტეჯონი სიტიზენის“, თბილისის „დინამოსა“ და „ქონიასპორის“ ღირსებას იცავდა. 2020-2021 წლების სეზონში მან თურქულ კლუბში 33 შეხვედრა ჩაატარა და 5 ბურთის გაიტანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115213