სხვა

19:27 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: ჩინეთმა იაპონიას გაასწრო, საქართველომ პოზიციები დათმო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მეექვსე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

ამ დროისთვის ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც იაპონიის დარად 15 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, მაგრამ საერთო რაოდენობით უკეთესი შედეგი აქვს - 31 მედალი. აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლაში პრიორიტეტული ოქროს მედალია და მაგალითად, 1 ოქრო უფრო ფასეულია, ვიდრე 5 ვერცხლის მედალი.

1. ჩინეთი - 31 მედალი (15 ოქრო, 7 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

2. იაპონია - 25 მედალი (15 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)

3. აშშ - 38 მედალი (14 ოქრო, 14 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)

4. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 28 მედალი (8 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

5. ავსტრალია - 20 მედალი (8 მედალი, 2 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)

6. დიდი ბრიტანეთი - 18 მედალი (5 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)

7. სამხრეთ კორეა - 12 მედალი (4 ოქრო, 3 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

8. საფრანგეთი - 11 მედალი (3 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

9. გერმანია - 13 მედალი (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)

10. იტალია - 19 მედალი (2 ოქრო, 7 ვერცხლი, 10 ბრინჯაო)

...23. საქართველო - 3 მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი)

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე გურამ თუშიშვილი, ნინო სალუქვაძე, ესკერხან მადიევი და სოფო შათირიშვილი იასპარეზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113497