სხვა

18:25 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: "ორი ფინალისტის შემდეგ გამარჯვებას ველოდებოდით"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ლაშა ბექაურის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთეს. მათ ბექაურს და საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონობა მიულოცეს.

„ვულოცავ ლაშა ბექაურს გამარჯვებას. ორი ფინალისტის შემდეგ ველოდებოდით გამარჯვებას და მესამე ფინალისტმა დაამტკიცა, რომ მესამე და სამართლია. ეს იყო ძალიან დიდი წარმატება და მთელ საქართველოს ვულოცავ. გამარჯვებებით გვევლოს“, - თქვა ხაბელოვმა.

„ძნელია ემოციის გარეშე ილაპარაკო იმაზე, რაც დღეს ამ ლეგენდარულ დარბაზში მოხდა, სადაც ბევრი დიდი ჩემპიონი გამხდარა და დღეს მათ რიგებს, ვინც ოლიმპიურ კავრცხლბეკზე ავიდა, კიდევ ერთი ქართველი ავიდა. ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს, რომელიც მას ასე გულშემატკივრობდა. ეს გამარჯვება ყოფილიყოს საწინდარი მომავალი წარმატებების, რომელიც იმედი მაქვს წინ გველოდება ოლიმპიურ თამაშებზე“, - თქვა ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 3 მედალი აქვს (1 ოქრო და 2 ვერცხლი), რითაც მე-19 ადგილზე იმყოფება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო აჩვენა და ოლიმპიადაზე სამი მედალი პირველად მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113211