სხვა

18:00 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების გუნდური ჩათვლა: იაპონია ლიდერია, საქართველო ოცეულში შევიდა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

ამ დროისთვის იაპონია ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული (13), ხოლო საერთო ჯამში 22 მედალი. აღსანიშნავია, რომ საერთო ჩათვლაში პრიორიტეტული ოქროს მედალია და მაგალითად, 1 ოქრო უფრო ფასეულია, ვიდრე 5 ვერცხლის მედალი.

დღეს, საქართველომ მესამე მედალი და პირველი ოქრო მოიპოვა, რომელიც ძიუდოისტ ლაშა ბექაურის აქტივშია. შედეგად, საქართველომ რეიტინგში პროგრესი განიცადა და მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

1. იაპონია - 22 მედალი (13 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

2. ჩინეთი - 27 მედალი (12 ოქრო, 6 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

3. აშშ - 31 მედალი (11 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

4. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 23 მედალი (7 ოქრო, 10 ვერცხლი, 6 ბრინჯაო)

5. ავსტრალია - 16 მედალი (6 ოქრო, 1 ვერცხლი, 9 ბრინჯაო)

6. დიდი ბრიტანეთი - 16 მედალი (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

7. სამხრეთ კორეა - 11 მედალი (4 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაიო)

8. გერმანია - 10 მედალი (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)

9. საფრანგეთი - 8 მედალი (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

10. ნიდერლანდები - 11 მედალი (2 ოქრო, 6 ვერცხლი, 3 ბრინჯაო)

...19. საქართველო - 3 მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი)

შეგახსენებთ, საქართველოს ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა, ხოლო ვერცხლის მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111576