ძიუდო

11:09 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გონებადაკარგულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს პირველი ზურაბ კახაბრიშვილი დაეხმარა

ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მიხაილ იგოლნიკოვთან შეხვედრის მიწურულს მახრჩობელა ილეთით წააგო, რის შედეგადაც გონება დაკარგა.

ნიკოლოზმა ტატამზე ხელი სამჯერ მანამდე დაარტყა, მაგრამ ეს მსაჯს შეუმჩნეველი დარჩა და ქართველი გაითიშა. მასთან პირველი დასახმარებლად საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი გაჩნდა, ხოლო შემდეგ ესპანელი მედიკოსი.

შერაზადიშვილი მალევე მომჯობინდა. აღსანიშნავია, რომ რუსმა ძიუდოისტმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველს ყურადღებაც არ მიაქცია.

ნახევარფინალში იგოლნიკოვის მეტოქე კიდევ ერთი ქართველი ლაშა ბექაური იქნება. ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117693