ფეხბურთი

21:02 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ვარანი "მანჩესტერთან" ახლოსაა

მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახლოსაა. ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებმა პრაქტიკულად შეთანხმებას მიაღწიეს და დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიცილურდება.

ვარანის სანაცვლოდ „მანჩესტერი“ 50 მილიონი ევროს გადაიხდის, ხოლო სავარაუდოდ, „რეალი“ ამ თანხას კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის გამოიყენებს, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს და ესპანელებს კიდევ მოუწევთ ფულის შეგროვება.

რაფაელ ვარანი „რეალს“ 2011 წელს შეუერთდა და მას შემდეგ „სამეფო კლუბის“ მაისურით ჩატარებულ 360 თამაშში 17 გოლი გაიტანა. კარიერის დასაწყისში ფრანგი ფეხბურთელი „ლანსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114873