ფეხბურთი

18:53 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" იტალიელი მეკარე დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ბერგამოს „ატალანტას“ მეკარე პიერლუიჯი გოლინი დაიმატა. „მამლებმა“ იტალიელი კარის დარაჯი იჯარით დაიმატეს და მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

26 წლის მეკარეს ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს და 2016-2017 წლების სეზონში „ასტონ ვილას“ ღირსებას იცავდა. მისი კარიერა კი „ვერონაში“ დაიწყო.

„ატალანტაში“ გოლინი 2017 წლიდან თამაშობდა და 112 შეხვედრა ჩაატარა, იტალიის ნაკრებს მას ერთი თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115616