კალათბურთი

11:01 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტეტოკუნმპოს ეფექტი - "მილუოკი ბაქსი" NBA-ს ჩემპიონია!

“მილუოკი ბაქსი“ NBA-ს ჩემპიონია! მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მათ ზედიზედ წაგებული 2 მატჩის შემდგომ 4 შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონობა 1971 წლის შემდეგ პირველად იზეიმეს, როდესაც კარიმ აბდულ-ჯაბარმა და ოსკარ რობერტსონმა გაანადგურეს „ბალტიმორი“.

„ბაქსმა“ არა მხოლოდ საკუთარი გულშემატკივარის, არამედ ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპატიებიც დაიმსახურა, მათ გამარჯვებას კი არენასთან შეკრებილი 65 000 ფანი ზეიმობდა. უშუალოდ შეხვედრა კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი პერიოდი „ბაქსმა“ 29:16 მოიგო, თუმცა პირველი ნახევრის ბოლოს „ფინიქსმა“ წინ გაჭრა მოახერხა და ტაიმი 47:42 მოიგო.

„სანსისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა. მესამე პერიოდში გუნდებს თანაბარი ქულები ჰქონდათ - 77:77 და ყველაფერი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც იანისმა და კამპანიამ 28:21 მოიგო და საბოლოოდ შეხვედრა 105:98 დასრულდა.

ახლა ვისკონსინში ლერი ო'ბრაიენის თასს ახალი გამარჯვებულები ჰყავს. გავიცნოთ ისინი:

იანის ანტეტოკუნმპო - ვინ იფიქრებდა, რომ საბერძნეთის მეორე დივიზიონიდან წასული ბავშვი, რომელსაც ფუნდამენტური კალათბურთის უნარი არ ჰქონდა, დრაფტიდან რვა წლის შემდეგ ლიგაში ფიზიკურად ყველაზე განვითარებულ და გონებრივად ძლიერ მოთამაშედ გადაიქცეოდა.

კლუბისთვის ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ეს კალათბურთელი 26 წლის ასაკში გახდებოდა ჩემპიონი და ორჯერ NBA MVP... მაგრამ, მათ ისევე გაუმართლათ, როგორც იანისს, როდესაც უისკონსინის შტატში გადავიდა. არც მანამდე, არც შემდეგ, არც „მილუოკიში“ და არც სხვა გუნდებში, ფსონი შიშველ პოტენციალზე და უნიკალურ ფიზიკურ მონაცემებზე ასე სრულყოფილად არავის გამოუყენებია. საუკეთესო შემთხვევაში, ეს მხოლოდ ტონ მაკერი იყო: ოთხი წლის წინ, ტონმა და იანისმა კარგი დუეტი შეკრეს, მაგრამ 2020/21 წლების სეზონში მაკერი დაიკარგა, ის ჯერ „დეტროიტ პისტონში“ წავიდა, შემდგომ კი „კლივლენდ კავალიერსში“.

ანტეტოკუნმპო გახდა შესრულების სტანდარტი. პრესის დიდი ყურადღება ბერძენმა კალათბურთელმა თავდაპირველად თავისი ფიზიკური ფორმით მიიქცია: ის ძალიან სუსტი იყო, თუმცა შემდგომ 20 კილოგრამზე მეტი მოიმატა და უფრო სწრაფი გახდა. მან სრულად სრულიად გაამართლა მეტსახელი „გრიკ-ფრიკი“.

იანისს აკრიტიკებდნენ თამაშში შეზღუდული აზროვნების, პლეი-ოფში ადრე გავარდნისა და ამბიციის ნაკლებობის გამო, მაგრამ ბერძენმა სპორტსმენმა ყველა დაბრკოლება გადალახა. ის დღეს NBA– ს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი არ არის, თუმცა მისი სახელი აუცილებლად ჩაეწერება ისტორიაში.

ხშირად, ასეთი თავგადასავლები საერთოდ არ მუშაობს. ზოგჯერ იდეების ნაწილობრივ განხორციელება შეიძლება. მაგრამ, იანისის შემთხვევაში ყველაფერი იდეალურად გამოვიდა და მან დაიმსახურა ეს ჩემპიონობა, ისე, როგორც არავინ!

უშუალოდ ფინამურ შეხვედრაში მან საოცარი თამაში შემოგვთავაზა. პარკეტზე გატარებულ 42:27 წუთში ანტენტოკუნმპომ 50(!) ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 5 დაფარება მიითვალა. ამ მაჩვენებლით კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მილუოკი“ ბერძენმა კალათბურთელმა გააჩემპიონა!

მან ფინალური სერიის ბოლო შეხვედრაში ჩაგდებული ქულების რეკორდიც გაიმეორა. სწორედ 50 ქულა ჩააგდო 1958 წელს ბობ პეტიტმა. ცალკე უნდა ავღნიშნოთ, რომ სწორედ იანისი გახდა ფინალების MVP!

კრის მიდლტონი - კრის მიდლტონი, ბრენდონ რაინდი, ბრენდონ ჯენინგსი, ვიაჩესლავ კრავცოვი. ამ ოთხი მოთამაშიდან გუნდში ზედმეტი სწორედ მიდლტონი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, კრისი ერთადერთია ჩამოთვლილთაგან, რომელიც კვლავ დაიბყრობს NBA-ს სიმაღლეებს.

29 წლის ამერიკელი „ბაქსში“ „დეტროიტ პისტონსიდან“ გადავიდა. მიდლტონი და იანისი თითქმის ერთსა და იმავე დროს გამოჩდნენ გუნდში და მაშინვე იპოვნეს საერთო ენა. ისინი პარკეტს გარეთ დიდად არ ურთიერთობდნენ, თუმცა პროფესიონალური ზრდის წყურვილით იყვნენ გატაცებულნი.

„ჩვენ ორივე განვსხვავდებით სხვა მოთამაშეებისგან. ის დიდ დროს ატარებს თავის ოჯახთან, მეც ასევე დიდ დროს ვატარებ ჩემს ახლობლებთან. საკმაოდ მშვიდები ვართ, მაგრამ თვალების და სხეულის ენით ვსაუბრობთ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასე გვესმის ერთმანეთის. კორტზე ჩვენ ერთი ვართ ”, - თქვა კრისმა იანისთან დუეტზე.

მიდლტონი ყოველწლიურად პროგრესირებს და 2017/18 წლის ჩემპიონატის ბოლოს, პირველად გადააბიჯა 20-ქულიან ბარიერს საშუალოდ თითო მატჩში. ორი წლის შემდეგ, ის თითქმის შევიდა ელიტარული სნაიპერების რიგებში, დაასრულა რეგულარული სეზონი 49,7% –იანი სროლების სიზუსტით, 41,5% –იანი სამქულიანი და 91,6% –ით თავისუფალი სროლის სიზუსტით.

კარგი თავდაცვითი თამაშის მიუხედავად, მას ხშირად აკრიტიკებდნენ ჩაგდებული თამაშების გამო და ვარსკვლავად არ მოიაზრებდნენ. 29 წლის კალათბურთელმა ყველა სიუსტეს ვერ გადააბიჯა, მაგრამ წარმატებით შეასრულა მეორე ვარსკვლავის როლი, რომელსაც შეუძლია გარკვეულ მატჩებში 35-40 ქულის დადება. მიდლტონმა ფინალური სერიის მეოთხე მატჩში ორმოცდაათამდე ქულა ჩააგდო. ის შეჩვეულია, რომ იანისის ჩრდილშია თუმცა გუნდში ძალიან დაფასებულია, როგორც თანაგუნდელების მხრიდან, ასევე მწვრთნელებისგან.

ჯრუ ჰოლიდეი - “დიდების წუთი” აღმოჩნდა ვისკონსინის გუნდის თითოეული ვარსკვლავი "ტრიოს" სასარგებლოდ. ჰოლიდეი იყო ინიციატორი და თანაავტორი, რომელიც, ალბათ, ყველაზე ემოციური მომენტი იყო სუპერფინალურ სერიაში. საუბარია მე-5 დაპირისპირებაზე, როდესაც ანგარიში ჯერ კიდებ 2:2 იყო და ამ შეხვედრაში ბევრი რამ წყდებოდა. „მილუოკიმ“ ის შეხვედრა სეორედ ამ ტრიოს წყალობით მოიგო და ჰოლიდეის როლი ამ ყველაფერში უდიდესი იყო. საფინალო სირენამდე 56 წამით ადრე, კრის პოლის ზუსტი შეტევის შემდეგ, „ფინიქს სანსმა“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა და მალევე მასპინძლებს წინ გასვლაც შეეძლოთ, თუმცა, ჯრუ ჰოლიდეიმ ბურთი ჩაჭრა და ალეი-უპს იანის ანტეტოკუნმპოს საოცარი სლემი მოჰყვა.

წინა მიმოხილვაშიც ვახსენე, თუმცა ახლაც განვმეორდები. NBA-ს სეზონის დაწყებამდე „მილუოკი ბაქსს“ საკმაოდ მკაცრი არჩევანის გაკეთება მოუწია. მათი მთავარი პლეიმეიკერი, ერიკ ბლედზო აშკარად არ ჯდებოდა როგორც გამთამაშებელი იანის ანტენტოკუნმპოს წყვილში. მათ გუნდის ჩემპიონობის პერსპექტივებში და გამთამაშებლის პოზიციის განმტკიცება ჭირდებოდათ. ინსაიდერებმა დაასახელეს ჯრუ ჰოლიდეი და კრის პოლი, როგორც გუნდში გადასვლის ორი მთავარი კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოთამაშემ ფინალურ სტადიაზე ითამაშეს მილუოკისთან“ და „ფინიქს სანსთან“ ერთად, ისინი წარმოადგენენ „ნიუ ორლეანსა“ და „ოკლაჰომას“.

არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა სცენარი თუკი კრისი „მილუოკიში“ გადავიდოდა, ჯრუ კი „ფინიქსში“. როგორც ჩანს, რეალურად განითარებული მომენტი ორივე გუნდისთვის მაინც გამართლებულია. ჰოლიდეიმ მოახერხა იანისთან კარგად შეწყობა, ხოლო კრის პოლი, რომელიც კლასიკური პოინტ მცველის სტანდარტს მიუახლოვდა, „სანსის“ რიგებში შესანიშნავ შეხვედრებს ატარებს.

„ფილადელფიაში“ არასანდოდ მიჩნეული და დაწუნებული ჰოლიდეი, ახლა უკვე სტაბილურობის ნიმუშია. მისი თავდაცვითი დატვირთვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გუნდისთვის და ეს უკვე თემაა.

ბრუკ ლოპესი - მისი თამაშში ცვლილებები იმდენად დრამატულია, რომ ახალგაზრდა გულშემატკივრებს აღარ ახსოვთ „ბრუკლინის“ ის მძიმე, მაგრამ ტექნიკური ცენტრი, რომელმაც ჰოოპთან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

რომ შევადაროთ ბრუკის 2012-2013 წლების სეზონი და წლევანდელი - სხვანაირად გამოიყურება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან 2012-2013 წლებში კარგი სეზონი ჩაატარა და კარიერაში ერთხელ All-Star Game-ც ითამაშა.

სწორედ მისმა ძველმა სტილმა მისცა საშუალება გამხდარიყო „ბრუკლინ ნეტსის“ ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი კალათბურთელი. შემდეგ კი დადგა 2016 წელი. 2017-2018 წელი მან „ლეიკერსში“ გაატარა, თუმცა ერთწლიანი ლოს ანჯელესური უცნაური კარიერის შემდგომ „ბლუკლინ ნეტსში“ გადავიდა.

ლოპესმა „მილუოკისთან“ ერთწლიან ხელშეკრულებას ხელი 3,3 მილიონ დოლარად მოაწერა, მაგრამ მისმა შესრულებამ და იანისთან შეწყობამ კლუბის მენეჯმენტზე შთაბეჭდილება მოახდინა და მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა მომდევნო 4 წელსა და 52 მილიონ დოლარს.

„ფინიქსის“ კალათბურთელები ხშირად სარგებლობდნენ ბრუკის ჩავარდნით, თუმცა პერიოდულად მას ჰქონდა გამონათებები. საჩემპიონო შეხვედრაში მისი მონაგარი 10 ქულა და 8 მოხსნაა!

პ.ჯ. ტაკერი - 36 წლის ამერიკელი ფორვარდის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დონეცკიდან NBA ფინალში მოხვედრა ნამდვილად შესაძლებელია! ენტონი ლეონ ტაკერი თითქმის კარიერის დასასრულს მიუახლოვდა და ამ ასაკში კალათბურთის მტავარი ჯილდო მოიპოვა.

მისი ფიზიკური შესაძლებლობების პიკი სწორედ დღევანდელი ფინალისტი გუნდის რიგებში გატარებულ დროს უკავშირდება. მაგრამ ეს გუნდი არა „მილუოკი“, არამედ „ფინიქს სანსი“ იყო, როდესაც 2012-2017 წლების სეზონში სტაბილურად თამაშობდა. მისი თავდაცვითი ეფექტურობის პიკი წლების განმავლობაში ტიტულისთვის მებრძოლი „ჰიუსტონიც“ იყო, რომელშიც მან ორი სეზონი გაატარა კრის პოლის გვერდით.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს - 2020/21 წლების ჩემპიონატის დასაწყისში P.J ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ ბაქსმა ირწმუნა ვეტერანი კალათბურთელის. ტაკერს დიდი დრო დასჭირდა ფორმის აღსადგენად. ფინალში მან პარკეტზე 36:27 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. რაც მთავარია, კარგად ითამაშა ბუკერის, პოლის, ეიტონის და ზოგადად „ფინიქსისი“ წინააღმდეგ. ახლა, 26 წლის კალათბურთელმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოგება მოახერხა და გერმანიასა და ისრაელში მოგებულ ტიტულებს, კარიერის ყველაზე ფასეული ჯილდოც დაამატა.

ბობი პორტისი - ბობი სრულიად გიჟური პერსონაჟია. მასზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ამერიკული მედია მასზე ბევრს წერდა. როდესაც ამბობდნენ, რომ „ნიუ იუორ ნიქსში“ ის ფულის საშოვნელად გადავიდა. მან ხელი მოაწერა ცუდ მდგომარეობაში მყოფ „ნიქსთან“ და 2019/20 წლების სეზონში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. შემდეგ მან უარი თქვა გრძელვადიან ხელშეკრულებაზე, მიზეზად კი გამარჯვებისთვის ასპარეზობა დაასახელა.

ბობის სურდა გამარჯვება? რა პრობლემა?! მან ახლა უკვე ჩემპიონ გუნდთან წელიწადში 3.6- მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

”მე თვითონ დავურეკე იანისს და ვუთხარი, რომ შემიძლია დავეხმარო მის გუნდს და გავაძლიერო „ბაქსი“. როდესაც ანტენტოკუნმპოს მსგავსი ადამიანის მხარდაჭერა გაქვს, ყველაფერი უფრო ადვილი ხდება. ის მე ძალიან მეხმარება და მასთან თამაში გაცილებით იოლი ხდება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სეზონში არის ის, რომ ცემპიონები ვართ. ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე მაგარი ადგილას აღმოვჩნდი“, - თქვა ბობიმ.

ბობის გათვლამ გაამართლა. ამაში მას იანისი და კამპანია დაეხმარა, თუმცა ფაქტია, რომ მისი მისწრაფება ჩემპიონპობისკენ და სხვა კლუბში მაღალანაზღაურებად ხელშეკრულებაზე ნათქვამი უარი - ჩემპიონობით აინაძღაურა და ახლა ის „მილუოკისთან“ ერთად NBA-ს ჩემპიონი სადებიუტო სეზონში გახდა. ამ ჩემპიონობაში კი საკუტარი წვლილი 16 ქულით, 3 მოხსნითა და 1 დაფარებით შეიტანა.

ზემოთ ჩამოთვლილი სპორტსმენების გარდა, საჩემპიონო ბეჭდებს აუცილებლად მიიღებენ:

ჯეფ ტიგუე, პეტ კონაუტონი, ჯორდან ნვორა, ელაია ბრაიანტი, სემ მერილი, აქსელ ტუპანე, ჯასტინ ჯექსონი, ტრავმირებული დონტე დივინცენცო და თანასის ანტენტოკუნმპო.

ეს ბიჭები იმსახურებენ ჩემპიონობას. ახლა კი ისინი მთელ ქალაქთან ერთად აღნიშნავენ NBA-ს ისტორიაში მეორე ჩემპიონობას!

სასტარტო ხუთეული: ტაკერი, ანტენტოკუნმპო, ლოპესი, მიდლტონი, ჰოლიდეი

ცოტა რამ დამარცხებულ კლუბზე და მის კალათბურთელებზეც: ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სერიაში ანგარიში 2:2 იყო, ყველა ელოდა, რომ „ფინიქსი“ საკუთარ მოედანზე კვლავ წინ გაიჭრებოდა და ისტორიაში პირველ ჩემპიონობას მოიპოვებდა. თუმცა ბუკერი და კამპანია საკუთარ თავს ვერ გადაახტნენ და მათთვის ისტორია სევდიანი გახდა.

უშუალოდ ბოლო შეხვედრაში კრის პოლმა საკუთარ გუნდს 26 ქულა, 2 მოხსნა და 5 ქულა შესძინა, დევინ ბუკერმა კი 19 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი გაახერხა. პრივეზე მეტი კი „მილუოკიდან“ მარტო იანისს ჰქონდა.

მაშ ასე, უისკონსინის შტატი დიდ გამარჯვებას ზეიმობს მაშინ, როდესაც „ფინიქსის“ ზღაპარი HAPPY END-ის გარეშე დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111387