ფეხბურთი

12:06 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინის აგენტი: "ჯორჯოს "იუვეში" დარჩენა უნდა, მაგრამ კონტრაქტს ორი მხარე აფორმებს"

იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი კარიერის დასრულებას არ აპირებს და სურს, რომ „იუვენტუსში“ დარჩეს. თუმცა, როგორც ფეხბურთელის აგენტმა დავიდე ლიპიმ განაცხადა, ჯერჯერობით კონტრაქტის განახლებაზე სიახლე არ არის.

„ჯორჯო ძალიან წყნარად და მშვიდადაა. ახალი არაფერია, რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრი, რომ კიელინი კარიერას დაასრულებს, აბსურდია, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ის თამაშს გააგრძელებს. მიზანი „იუვენტუსში“ დარჩენაა, მაგრამ კონტრაქტი ორი მხარის მიერ ფორმდება“, - თქვა დავიდე ლიპიმ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობდა. მას კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა და ამჟამად თავისუფალი აგენტია, მოსალოდნელია, რომ ტურინელები მასთან თანამშრომლობას შვებულების შემდეგ გააგრძელებენ. თუმცა, როგორც მისმა აგენტმა თქვა, ამ ეტაპზე წინადადება არ მიუღიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120792