ფეხბურთი

21:34 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

საულისა და გრიზმანის ბარტერი ჩაშლის პირასაა

საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის ბარტერი ჩაშლის პირასაა. ესპანური მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, გარიგება აღარ შედგება, რადგან „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ პირობებს არ ეთანხმება.

კატალონელები მიიჩნევენ, რომ მადრიდელებმა ბარტერის გარდა, კიდევ დამატებით თანხა უნდა გადაიხადონ, რადგან გრიზმანის ფასი უფრო მაღალია. თავის მხრივ, ამ ფორმულაზე „ატლეტიკოა“ უარს.

ამრიგად, მოლაპარაკებები, რომელიც ამ დრომდე თითქოს წარმატებით მიმდინარეობდა, შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გრიზმანის გაყიდვაა, რადგან მას ძალიან მაღალი ხელფასი აქვს და ფინანსური კრიზისის პერიოდში კლუბს სურს, რომ ის გაყიდოს. მითუმეტეს, რომ კატალონელებმა მიმდინარე ზაფხულს ორი თავდამსხმელი (მემფის დეპაი და სერხიო აგუერო) უკვე დაიმატეს. „ატლეტიკოს“ დატოვების სურვილს კი საულ ნიგესი გამოთქვამს. თუმცა, როგორც ჩანს, მხარეებს სხვა გამოსავალზე მუშაობა მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113624