ფეხბურთი

21:04 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" დიასი დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ მადრიდის „რეალიდან“ ბრაიმ დიასი დაიბრუნა. ესპანელი ფეხბურთელი „როსონერიში“ 2023 წლის ზაფხულამდე იჯარის წესით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ დიასი გასულ სეზონშიც „მილანის“ მაისურით ირჯებოდა, მაგრამ იჯარის ამოწურვის შემდეგ ესპანეთში დაბრუნდა. თუმცა, იტალიელებმა მადრიდელებთან კიდევ ერთხელ შეთანხმება მოახერხეს. ნიჭიერი შემტევი შავ-წითლებში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გასულ სეზონში ბრაიმ დიასმა „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108962