სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:56 | 10.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "ცივი გონებით თამაში გვჭირდება და ყველა დეტალს ყურადღება უნდა მივაქციოთ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 36 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ყველა დეტალს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ფინალში სხვაგვარად თამაში შეუძლებელია.

„ინგლისს ესპანეთისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს, ფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი დაამტკიცეს და ყველაზე მეტად დაიმსახურეს. მათ სოლიდური გუნდი ჰყავთ, ფიზიკურად ძლიერი, შესანიშნავი ინდივიდუალიზმით და თამაშის ორგანიზაციით. ბურთს ისე ვერ ფლობენ, როგორც ესპანელები, მაგრამ ყველა კომპონენტში ძლიერები არიან. მათ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, ისიც ჯარიმით და თუ სივრცეებს მისცემ, შეუძლიათ ამით ისარგებლონ. მსგავსი მატჩი შეიძლება ფეხბურთელის კარიერაში აღარასდროს განმეორდეს, ვცდილობთ დაძაბულობის განმუხტვას, ყველამ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი. ეს არის ემოციების მორევი, როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის.

თბილი გულით და ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისის წინააღმდეგ „უემბლიზე“ კარგ ფინალს ვერ ვითამაშებთ. საჭიროა სიტუაცია კონტროლის ქვეშ გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთი მატჩის კონტროლი წარმოუდგენელია. ეს ფინალია და გამარჯვებისთვის საჭიროა ყველა დეტალზე სრულყოფილად ზრუნვა. მნიშვნელოვანი არ არის კიელინი თუ ბონუჩი სტერლინგს თუ კეინს დუელს მოუგებენ თუ არა, მთავარია იტალიამ ინგლისი დაამარცხოს.

ჰარი კეინი? მახსოვს, როდესაც მის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე. ტურინში, ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში. მას ბევრი თვისება აქვს. ის წარმოუდგენელია, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი ვარ, შეგიძლიათ პარატიჩის ჰკითხოთ, მასზე ბევრჯერ გვისაუბრია, მინდოდა „იუვენტუსში“ გვეყიდა. ახლა მას შეუძლია კეინთან „ტოტენჰემში“ იმუშაოს, მე კი ხვალ დავუპირისპირდები. თუ გვეგონა რომ ფინალში გავიდოდით? გვეგონა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად თამაში შეგვეძლო. ეს გრძნობაა, რომელიც დღითიდღე გაიზარდა. რომში ჩატარებულმა მატჩებმა ძალიან დიდი სტიმული მოგვცა, ჩვენ ხალხის სითბო დავიბრუნეთ“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, იტალიისა და ინგლისის ნაკრებების მატჩი 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113309
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X