ფეხბურთი

18:03 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "მესის კონტრაქტი? ყველაფერი კარგად მიდის"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა გუნდის კაპიტანთან, ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით.

"მესის კონტრაქტი? ყველაფერი კარგად მიდის", - ლაპორტას სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერზე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის არგენტინელის კონტრაქტი 2021 წლის 1 ივლისს ამოიწურა. მას შემდეგ, მესი ოფიციალურად გახდა თავისუფალი აგენტი და "ბარსელონა" ყველანაირად ცდილობს შეამციროს გუნდის სახელფასო სისტემა, რათა მომავალი სეზონისთვის ახალი მოთამაშეები დაარეგისტრიროს.

0.112595