ფეხბურთი

17:39 | 6.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსმა" ჟუნიორ ფირპო დაიმატა

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ჟუნიორ ფირპო კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს. ინგლისურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა „ლიდსს“ 15 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო შემდგომი ტრანსფერიდან „ბარსა“ თანხის 20%-ის მიიღებს.

ჟუნიორ ფირპო „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში 41 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071648