კალათბურთი

12:41 | 27.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: 29 ივნისს "ფინიქს სანსი" კულმინაციისთვის, "კლიპერსი" კი სერიის გასაგრძელებლად იბრძოლებს (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოცოაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ფინიქს სანსმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა და სერიაში 3:1 დაწინაურდა. მონტი უილიამსის გუნდმა მეოთხე შეხვედრა კარგად ჩაატარა და მეტოქეს პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობით აჯობა.

ლოს ანჯელესელებმა მესამე პერიოდში თამაშის შემოტრიალება სცადეს, 11-ქულიანი სხვაობითაც მოიგეს, თუმცა ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.

გამარჯვებულთაგან ტრადიციულად ყველაზე მეტი ქულა დევინ ბუკერს ჰქონდა. ამერიკელმა 38:17 წუთში 25 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

კარგი თამაში ჩაატარა პოლ ჯორჯმა, რომელმაც არასრულ 42 წუთში ორმაგი დუბლი 23 ქულით, 16 მოხსნითა და 6 პასით გაიფორმა. რეჯი ჯექსონმა კი საკუთარ გუნდს 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

ორმაგი დუბლი დააფიქსირეს „ფინიქსის“ კალათბურთელმა დეანდრო ეიტონმა (19 ქულა, 22 მოხსნა, 3 პასი) და „კლიპერსიდან“ ივიცა ზუბაჩმა. ხორვატი კალათბურთელი სტაბილურობით გამოირჩევა და დღევანდელ შეხვედრაში მის ანგარიშზე 13 ქულა, 14 მოხსნა და 1 პასი იყო.

ამრიგად, „ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ პლეი-ოფში ნაჩვენები სცენარით ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა და მე-3 მარცხი განიცადა. ტაირონ ლიუს გუნდს შეცდომის დაშვების უფლება არარ აქვს. მომდევნო შეხვედრა კი 29 ივნისს გაიმართება.

0.132707