ფეხბურთი

22:03 | 22.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკან ჩალხანოღლუ "ინტერის" ფეხბურთელია

თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჰაკან ჩალხანოღლუ კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. ინფორმაცია „ნერაძურის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

27 წლის ნახევარმცველი იტალიის მოქმედ ჩემპიონ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჰაკანი „ინტერში“ 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ჩალჰანოღლუმ კარიერა „კარლსრუეში“ დაიწყო, შემდეგ „ჰამბურგსა“ და „ლევერკუზენში“ ითამაშა, ხოლო 2017 წლიდან „მილანის“ წევრი იყო, რომლის რიგებში ჩატარებულ 172 თამაშში 32 გოლის გატანა მოახერხა. თურქეთის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 57 მატჩში 13 გოლია.

0.125006