კალათბურთი

12:49 | 21.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "ფინიქს სანსმა" ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო და ფინალურ სერიაშიც დაწინაურდა (+VIDEO)

NBA-ს პლეი-ოფის ფინალური სერია წარმატებით დაიწყო „ფინიქს სანსმა“. მონტი უილიამსის გუნდმა პირველ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ 120:114 აჯობა და სერიაში დაწინაურდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე გუნდი ლიდერების - კავაი ლეონარდისა და კრის პოლის გარეშე თამაშობდა.

მატჩი სრული თანაფარდობით მიმდინარეობდა და მე-3 პერიოდის ბოლოს ანგარიში 93:93 იყო. მეოთხე პეროოდში კი „ფინიქსმა“ მოსაგებად ყველაფერი გააკეთა და მიზანსაც უწია.

გამარჯვებულთა რიგებში საოცარი თამაში ჩაატარა დევინ ბუკერმა, რომელმაც 44 წუთში 40 ქულა, 13 მოხსნა, 11 პასი გამოიმუშავა და სამმაგი დუბლი მიითვალა.

„კლიპერსიდან“ კი პოლ ჯორჯს 34 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი, ხოლო რეგი ჯეკსონს 24 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა. მხოლოდ 7:44 წუთი ითამაშა კავაი ლეონარდმა, რომელმაც 6 ქულა გამოიმუშავა.

„ფინიქს სანსმა“ პლეი-ოფში“ ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 23 ივნისს გაიმართება.

0.113456