რაგბი

17:42 | 18.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინასთან განადგურდნენ

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის პირველ შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 82:10 დამარცხდა.

მთელი თამაშის განმავლობაში მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველ ტაიმში გაცილებით კარგად ითამაშეს, რომელიც 21:3 დათმეს.

მეორე ნახევარში კი მეტოქემ კოლოსალური უპირატესობა მოიპოვა, 61 ქულა მიიღეს და შეხვედრაში 12 ლელოს დადება მოახერხეს.

ქართველთაგან ერთადერთი ლელო გიორგი მაისურაძემ მიითვალა, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს მხოლოდ პრესტიჟის ლელო გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ სულ სამხრეთ აფრიკაში ოთხი თამაშია დაგეგმილი. უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინის შემდეგ 23 ივნისს ურუგვაის შეხვდებიან, 28 ივნისს კი „ჯუნიორ ბოკეს“ დაუპირისპირდებიან; ტურნირი 3 ივლისს დაასრულდება და მეტოქე ზემოთ ნახსენები სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124126