ფეხბურთი

12:54 | 14.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ჟოზე მოურინიოს შემცვლელი იპოვა

„ტოტენჰემი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას ასრულებს. მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიო გუნდიდან დაითხოვეს და რაიან მეისონმაც აღნიშნულ პოსტზე უარი განაცხადა, მათთვის სასურველი კანდიდატი ანტონიო კონტე იყო, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმაც ლონდონურ კლუბს უარი უთხრა.

The Guardian- ის ცნობით, „მამლების“ ახალი სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი პაულუ ფონსეკას ესაუბრა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს „რომა“ დატოვა.

წყაროს თანახმად, „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ კვირის ბოლოს პორტუგალიელ მწვრთნელთან მოლაპარაკებები აწარმოა და შეთანხმებას მიაღწია. ის გუნდთან 2-წლიან ხელშეკრულებას - 1 წლით გახანგრძლივების უფლებით გააფორმებს. კონტრაქტის ფინანსური დეტალები უცნობია, თუმცა როგორც ინგლისური პრესა წერს მხარეები კონტრაქტს ოფიციალურად 16 ივნისს გააფორმებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1168