ჩოგბურთი

17:58 | 12.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალშია

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰაეს ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში რეიტინგის 262-ე ნომერი, გერმანელი როდოლფ მოლეკერი ორ სეტში 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 31 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა ორივე სეტი ტაიბრეიბკზე მოიგო. პირველად 9:7, ხოლო შემდეგ 7:5 და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

29 წლის ჩოგბურთელმა 6 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მისმა მეტოქემ 13 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა მიითვალა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში რეიტინგის 96-ე ნომერ და ისევ გერმანელ, იანიკ ჰანფმანს 13 ივნისს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - როდოლფ მოლეკერი 2:0 (7:6, 7:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114166