ფეხბურთი

18:14 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" აჩრაფ ჰაკიმისთვის ბრძოლაში ჩაერთო

მილანის „ინტერის“ მცველი აჩრაფ ჰაკიმი ევროპული გრანდების ინტერესის სფეროშია. მაროკოელი ფეხბურთელის შეძენას პსჟ-ს შემდეგ ლონდონის „ჩელსიც“ ცდილობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა „ინტერთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს და სერიოზულ ინტერესს იჩენს. იტალიელები ჰაკიმის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვენ.

ცნობილია, რომ „ნერაძურიმ“ პსჟ-სგან 60 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, მაგრამ არაა გამორიცხული „ჩელსიმ“ გაუმჯობესებული წინადადება წარმოადგინოს.

აჩრაფ ჰაკიმი „ინტერში“ 2020 წელს გადავიდა და გასულ სეზონში 45 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

0.112208