კალათბურთი

14:50 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: პლეი-ოფი მოქმედი ჩემპიონის გარეშე და ბუკერი-იოკიჩის დაპირისპირების მოლოდინში (+VIDEO)

NBA-ს მოქემედი ჩემპიონი პლეი-ოფს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ „ფინიქს სანსის“ ბარიერი ვერ დაძლია და სერიაში 4:2 დამარცხდა.

მე-6 შეხვედრა საკმაოდ სანახაობრიოვი გამოდგა, თუმცა „ლეიკერსმა” პირველი პერიოდი ძალიან ცუდად დაიწყო, 22-ქულიანი სხვაობით წააგო და მისი აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. ფრენკ ვოგელის გუნდმა მეორე და მესამე პერიოდი კარგი თამაშის ხარჯზე მოიგო (27:26, 35:27). საერთო ჯამში კი გუნდი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას 100:113 წაგებული მატჩით დაემშვიდობა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ რაც ლებრონ ჯეიმსი NBA-ში თამაშობს, (2003 წელი) მისმა გუნდმა პლეი-ოფის პირველ ეტაპი კარიერაში პირველად ვერ გადალახა.

საოცარი თამაში ჩაატარა „ფინიქსის“ ამერიკელმა ვარსკვლავმა. დევუნ ბუკერმა 46 წუთში 47 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი დააგროვა და ორმაგი დუბლიც მიითვალა.

ლოსანჯელესელთა რიგებში კი საუკეთესო რა თქმა უნდა ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელსაც სამმაგი დუბლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მცირედი დააკლდა. ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა 41:25 წუთში საკუთარ გუნდს 29 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი შესძინა, თუმცა „ლეიკერსი მარცხისგან ვერ იხსნა.

აქვე ლებრონთან დაკავშირებული ერთი დეტალიც, თამაშის დასრულების შემდგომ მისმა ჟესტმა ყველა გააოცა. 36 წლის კალათბურთელმა საკუთარი ავტოგრაფიანი მაისური დევუნ ბუკერს გადასცა და მისი კარგი თამაში დაუფასა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლებრონსა და კამპანიას ენტონი დევისი ძალიან დააკლდათ, მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნულ შეხვედრაში ითამაშა, პარკეტზე მხოლოდ 5 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში მხოლოდ 1 მოხსნა და 1 პასი გაახერხა.

ამრიგად, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ასპარეზობას გამოეთიშა, „ფინიქს სანსი“ კი მომდევნო ეტაპზე, 8 ივნისს „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება.

მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობა დღის მეორე შეხვედრაშიც გამოვლინდა, სადაც ერთმანეთს „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ და „დენვერ ნაგეტსი“ შეხვდნენ. მატჩი დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

პირველი ნახევარი ტერი სტოტსის გუნდმა 7 ქულით მოიგო და შესვენებაზე უპირატესობით გავიდა, თუმცა მეორე ტაიმში „დენვერელებმა“ თამაში შემოატრიალეს და საბოლოოდ 115:126 იმარჯვეს.

გამარჯვებულთა რიგებში ლიდერობა ნიკოლა იოკიჩმა შეითავსა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ MVP-ის ტიტულის ღირსეული კანდიდატია. სერბმა ცენტრმა 36:14 წუთში 36 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი გამოიმუშავა. „პორტლენდიდან“ კი დამიან ლილადრი 28 ქულით, 4 მოხსნით, 13 პასითა და შესაბამისად ორმაგი დუბლით გამოირჩა.

„დენვერმა“ პლეი-ოფი 4:2 დაძლია და მომდევნო შეხვედრას 8 ივნისს, „ფინიქს სანსთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12386