ფეხბურთი

20:34 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "რეალში" გადასვლა შემეძლო, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ 2013 წელს მადრიდის „რეალის“ აკადემიაში გადასვლა შეეძლო, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით საფრანგეთში დარჩა.

„2013 წელს მადრიდის „რეალს“ უარი ვუთხარი. ეს იყო მშობლების გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მიიღეს. მათ სურდათ, რომ ჩემი კარიერა საფრანგეთში დამეწყო და განათლება ჩემს ქვეყანაში მიმეღო. ესპანეთში წასვლა, თუნდაც ზიდანთან ერთად, სხვაგვარი იქნებოდა. მომიწევდა ახალი ქვეყნის და მისი კულტურის გაცნობა“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ შემტევს მადრიდის „რეალს“ აქტიურად უკავშირებენ. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108682