ფეხბურთი

18:44 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მორატას იჯარას გაახანგრძლივებს

„იუვენტუსი“ ალვარო მორატასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ესპანელ ფორვარდს საიჯარო ხელშეკრულება ეწურება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის მასთან მუშაობა სურს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ალვარო ტურინში დარჩება.

იტალიური მედიის ცნობით, „იუვე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ 1-წლიან იჯარაში 10 მილიონ ევროს გადაუხდის. ზუსტად ეს თანხა დაუჯდა ტურინულ გრანდს მორატას ტრანსფერი 2020-2021 წლების სეზონისთვის, რომელიც ასევე იჯარით იყო. იტალიელებს მისი სრულად გამოსყიდვაც შეუძლიათ 45 მილიონ ევროდ, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ერთწლიან იჯარაზე გაკეთდება აქცენტი.

ალვარო მორატამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. ის „იუვენტუსში“ 2014-2016 წლებშიც თამაშობდა და შესაბამისად, მასიმილიანო ალეგრისთან მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია.

0.146432