ფეხბურთი

14:40 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაქს ალეგრიმ კონტრაქტის განახლება ორ ფეხბურთელთან მოითხოვა

ტურინის „იუვენტუსი“ პაულო დიბალას და ჯორჯო კიელინის სავარაუდოდ კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ ორივე მოთამაშესთან თანამშრომლობის განახლება მოითხოვა.

კიელინის კონტრაქტი ზუსტად ერთ თვეში 30 ივნისს იწურება და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ გუნდს დატოვებდა, მაგრამ ალეგრის დაბრუნებამ ყველაფერი შეცვალა და ჯორჯო ხელშეკრულებას 1 წლით განაახლებს.

დიბალას კონტრაქტი 2022 წელს იწურება და დიდი ხანია გუნდები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. ამიტომაც, ტურინელებს ზაფხულში მისი გაყიდვა სურდათ. თუმცა, ალეგრის სურს, რომ მისი პროექტი პაულოს გარშემო ააშენოს და მოსალოდნელია, რომ ტურინელები არგენტინელთან მორიგდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს და 534 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი, ხოლო პაულო დიბალამ 2015 წლიდან დღემდე 253 თამაშში 100 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123624