ფეხბურთი

14:34 | 26.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური „რომა“ „ტორინოსა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის, ანდრეა ბელოტის შეძენას გეგმავს. Sky Sport-ის ცნობით, დედაქალაქური კლუბი მზადაა 27 წლის ფორვარდში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ბელოტის „ტორინოდან“ წასვლის შანსი დიდია, რადგან კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ტურინელებს ბოლო შანსი აქვთ მის სანაცვლოდ გარკვეული ფინანსური სარგებელი მიიღონ. ბელოტი „რომაში“ ედინ ჯეკოს შემცვლელად ესახებათ.

აქვე გეტყვით, რომ ანდრეა ბელოტის აქამდე „ალბინოლეფეში“, „პალერმოსა“ და „ტორინოში“ უთამაშია. „ხარების“ ღირსებას ის 2015 წლიდან იცავს და 226 თამაშში 105 გოლი აქვს გატანილი, იტალიის ნაკრებში კი 32 მატჩში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108897