ფეხბურთი

10:28 | 22.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინო "დინამო ბათუმში" დაბრუნდა

"დინამო ბათუმს" ჯოვინო ფლამარიონი დაუბრუნდა. მას შემდეგ, რაც რუსეთში სეზონი დასრულდა, ბრაზილიელის საიჯარო ხელშეკრულება ვოლგოგრადის "როტორთან" ამოიწურა.

ჯოვინომ სოციალურ ქსელში სთორი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ უკვე ბათუმში იმყოფება. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, დარჩება გუნდში თუ კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

ჯოვინომ "როტორში" ერთი სეზონი გაატარა და რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა, რითაც ვოლგოგრადელთა საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ბრაზილიელი "დინამო ბათუმს" 2017 წელს შეუერთდა და 96 მატჩში 45 გოლი აქვს გატანილი.

0.110928