ფეხბურთი

18:08 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდების ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრო 2020-სთვის ცნობილია

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ დე ბურმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 34 ფეხბურთელი შეიყვანა.

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი უეფას საბოლოო 26-კაციან ნუსხას კი 26 მაისს წარუდგენს. მანამდე, ნიდერლანდელთა გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: მარკო ბიზოტი (ალკმაარი), იესპერ სილესენი (ვალენსია, ესპანეთი), ტიმ კრული (ნორვიჩი, ინგლისი), მარტენ სტეკელნბურგი (აიაქსი)

მცველები: პატრიკ ვან ანჰოლტი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დელეი ბლინდი (აიაქსი), დენზელ დიუმფრისი (პსვ), ჰანს ჰატებური (ატალანტა, იტალია), რიკ კარსდორპი (რომა, იტალია), მატიას დე ლიხტი (იუვენტუსი, იტალია), ჯერემია იუსტე (მაინცი, გერმანია), კენი ტეტე (ფულჰემი, ინგლისი), იურენ ტიმბერი (აიაქსი), ჟოელ ველტმანი (ბრაიტონი, ინგლისი), სტეფან დე ვრეი (ინტერი, იტალია), ოუენ ვეინდალი (ალკმაარი)

ნახევარმცველები: დონი ვან დე ბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), დევი კლაასენი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), ტეუნ კოპმეინერსი (ალკამაარი), მარტენ დე რუნი (ატალანტა, იტალია), ტონი ვილენა (კრასნოდარი, რუსეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ინგლისი), ანვარ ელ-ღაზი (ასტონ ვილა, ინგლისი), ქვინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი), სტივენ ბერგვაინი (ტოტენჰემი, ინგლისი)

თავდამსხმელები: სტივენ ბერგიუსი (ფეიენოორდი), კოდი გაკპო (პსვ), დონიელ მალენი (პსვ), ლუკ დე იონგი (სევილია, ესპანეთი), მემფის დეპაი (ლიონი, საფრანგეთი), ვუთ ვეგორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია)

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში, უკრაინის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112278