სხვა

13:11 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ისევ წააგო - ნაცუ ბაშოზე მას მხოლოდ ერთი მოგება აქვს (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე ისევ დამარცხდა. ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ეს ტოჩისა და 31 წლის იაპონელის მე-2 ორთაბრძოლა იყო, რომელიც მეტოქემ ძალიან მარტივად მოიგო, გორგაძე დოჰიოდან გადაიყვანა და ურთიერთშეხვედრებში მოგება წაგების ბალანსი გაათანაბრა - 1 მოგება და 1 მარცხი.

ლევანს წლის მესამე სუპერტურნირზე 3 წაგება დაუგროვდა, რომლის საპირისპიროდაც მხოლოდ 1 მოგება აქვს და იმისთვის, რომ მიმდინარე ტურნირზე დადებით ბალანს მიაღწიოს, დარჩენილი 11 დაპირისპირებიდან მინიმუმ 7 უნდა მოიგოს, რაც მისი ფორმიდან გამომდინარე ძნელი წარმოსადგენია.

ქართველი სუმოისტი ხვალ მე-5 მაეგაშირა ონოშოს შეხვდება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება ერთხელ მოახერხა, ერთხელ კი თავად დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116885