კალათბურთი

9:01 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანამ" "კლივლენდს" მოუგო - ბითაძემ უქულო მატჩი ჩაატარა (+VIDEO)

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და 111:102 იმარჯვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი ნახევარი 7-ქულიანი სხვაობით წააგო, თუმცა, მე-3 და მე-4 პერიოდები მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა.

გოგამ აღნიშნულ შეხვედრაში პარკეტზე 9 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 მოხსნა და 2 დაფარება შეასრულა, ქულა კი არ ჩაუგდია. მან 3 სამქულიანი ისროლა, თუმცა ააცილა, ხოლო 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ინდიანადან“ ყველაზე მეტი ქულა კელან მარტინმა ჩააგდო, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 1 დაფარებაც მიითვალა. კარგი შეხვედრა ჩაატარა დომანტას საბონისმა, 25 წლის კალათბურთელს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა, მისი მონაგარი კი 21 ქულა, 20 მოხსნა, 9 პასი და 4 დაფარება იყო. „კლივლენდიდან“ 25 ქულით, 5 მოხსნითა და 8 პასით კოლინ სეკსტონი გამოირჩა.

„პეისერსს“ 32 მოგების საპირისპიროდ 36 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი 12 მაისს, „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.

0.117527