ჩოგბურთი

20:40 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის პროგრესი ATP-ს რეიტინგში

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა. ქართველი ერთი პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 30-ე ადგილზე იმყოფება.

ნიკოლოზს 1 885 ქულა აქვს და რეიტინგში უკან ტეილორ ფრიტცი მოიტოვა, რის შედეგადაც 30-ეულში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალიდან რომის მასტერსში მიიღებს მონაწილეობას და პირველ წრეში მასპინძელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება.

0.112434