სხვა

13:18 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველად შეხვდა და დაამარცხა - ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ცურუგიშოს აჯობა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა. ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა ცურუგიშოს დაუპირისპირდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით აჯობა.

ეს აღნიშნული წყვილის პირველი დაპირისპირება იყო, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში ურთიერთშეხვედრებში ტოჩიმ მოგება-წაგების ბალანსი თავის სასარგებლოდ გახსნა.

ამრიგად, ლევანს 1 მოგების საწინააღმდეგოდ 1 მარცხი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე 22-ჯერ შეხვედრია და 13 გამარჯვების წილ 9 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122423