კალათბურთი

8:55 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ ითამაშა - "ინდიანა პეისერსმა" "ატლანტა ჰოუქსი" დაამარცხა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა“ პეისერსი „ატლანტა“ ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 7-ქულიანია სხვაობით 133:126 იმარჯვა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ ერთიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

„პეისერსიდან“ ყველაზე მეტი ქულა კარის ლევერტმა ჩააგდო, 26 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 31 ქულა, 3 მოხსნა და 12 პასი შესძინა, ხოლო დომანტას საბონისმა 30 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. „ატლანტადან“ კი 30 ქულით, 4 მოხსნითა და 10 პასით ტრეი იანგი გამოირჩა.

„ინდიანა პეისერსს“ 31 მოგების საწინააღმდეგოდ 35 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 მაისს, „ვაშინგტონ უიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

რაც შეეხება ტურის სხვა მატჩებს:

„შარლოტ ჰორნეტსი“ 99:120 „ჩიკაგო ბულსი“

">https://www.youtube.com/watch?v=HB9p4My8dpo]

„დალას მავერიკსი“ 113:109 „ბრუკლინ ნეტსი“

">https://www.youtube.com/watch?v=ELkOh3yRy1g]

„ტორონტო რეპტორსი“ 129:131 „ვაშინგტონ ვიზარდსი“

">https://www.youtube.com/watch?v=KNTLFl3RPEA]

„დეტროიტ პისტონსი“ 111:97 „მემფის გრიზლი“

">https://www.youtube.com/watch?v=yymE5JoSmjs]

„გოლდენ სტეიტი“ 118:97 „ოკლაჰომა“

">https://www.youtube.com/watch?v=sBAtflhg6S4]

„ლოს ანჯელეს კლუპერსი“ 118:94 „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“

">https://www.youtube.com/watch?v=xmzSYe5NbX4]

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130512