კალათბურთი

10:08 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე დაბრუნდა - გოგამ და "ინდიანას" მწვრთნელის ასისტენტმა იჩხუბეს (+VIDEO)

7 მატჩიანი პაუზის შემდგომ NBA-ს გოგა ბითაძე დაუბრუნდა. ქართველი კალათბურთელის „ინდიანა“ პეისერსი“ „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა და 11-ქულიანი სხვაობით 93:104 დამარცხდა, თუმცა, წაგების მიუხედავად ქართველმა კალათბურთელმა კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ბითაძემ პარკეტზე 20:37 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მან 2-დან 1 სამქულიანი და და 2-დან 1 ორქულიანიო ჩააგდ, ხოლო 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მესამე პერიოდში ბითაძესა და "პეისერსის" ასისტენტ გრეგ ფოსტერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გოგამ სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ასისტენტის კრიტიკას უწმაწურად უპასუხა და სიტუაციის დაძაბვაც ამას მოჰყვა - ფოსტერი წყობიდან გამოვიდა. საქმე ისაა, რომ სანამ გოგა სამქულიანს ჩააგდებდა, მანამდე ფოსტერი დაცვაში ცუდი თამაშის გამო გოგასვგაუწყრა და ქართველმაც პასუხი საჯაროდ დაუბრუნა, რამაც მწვრთნელი გააცხარა. ფოსტერი ბითაძისკენ იწევდა და მისი შეჩერება, მხოლოდ სხვა კალათბურთელებმა და "ინდიანას" წარმომადგენლებმა მოახერხეს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „პეისერსიდან“ ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 17 ქულით, 13 მოხსნითა და 8 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ხოლო „საკრამენტოდან“ 31 ქულითა და 12 მოხსნით მარვინ ბაგლი გამოირჩა.

„ინდიანას“ 30 გამარჯვების საპირისპიროდ 35 მარცხი აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 7 მაისს, „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.678851